სადაზღვევო პროდუქტები

ჩარტის ევროპა ს.ა. საქართველოს ფილიალი გთავაზობთ სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს. ძირითადი მიმართულებები მოიცავს უბედური შემთხვევის, კორპორატიულ სამოგზაურო, ტვირთის, ქონების, ფინანსური რისკების, პროფესიული პასუხისმგებლობის, საერთო პასუხისმგებლობის, ენერგეტიკული რისკების დაზღვევას და გადაზღვევას.

უბედური შემთხვევის დაზღვევის პროგრამა კომპანიებს სთავაზობს ეფექტურ დაზღვევას მისი თანამშრომლისათვის, თანამშრომლის უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვალების ან შრომისუუნარობის დადგომისას. პროგრამა მოიცავს დაზღვევას 24 საათის/365 დღის განმავლობაში ან მხოლოდ სამუშაო საათებში.

ჩარტის საქართველო ფარავს პოლისის მფლობელის კანონიერ ვალდებულებას   აანაზღაუროს სხვისთვის მიყენებული სხეულის ან ქონების ზიანი.

ჩარტის საქართველო გთავაზობთ პასუხისმგებლობის დაზღვევის შემდეგ სახეობებს:
  • კომერციული საერთო პასუხისმგებლობა
  • გარემოს დაბინძურებაზე პასუხისმგებლობის დაზღვევა
  • კრიზისების მართვა

ჩარტისის შემადგენლობაში შემავალი კომპანიები მსოფლიო მასშტაბით საყოველთაოდ აღიარებული ლიდერები არიან ფინანსური რისკების დაზღვევის სფეროში.

ქონების ზიანი ან დანაკარგი, რომელიც დამზღვევს მიადგება პოლისში განსაზღვრული რისკის მოქმედების შედეგად.


სურსათი და სასმელი, კოსმეტიკური, ფარმაცევტული და თამბაქოს ნაწარმი მგრძნობიარეა როგორც შემთხვევით, ასევე პოლიტიკური ან ფინანსური მიზნებით წინასწარგანზრახულ დაბინძურებაზე.

საზოგადოების ზრდადი უკმაყოფილება დაბინძურების გამო, ცვლადი და ახალი საკანონმდებლო აქტები, მუდმივად ზრდადი სია პოტენციურად სახიფათო ნივთიერებებისა და მოულოდნელი კატასტროფები კომპანიებს პირისპირ ტოვებენ არა მხოლოდ დაბინძურებული გარემოს გაწმენდის პასუხისმგებლობასთან, არამედ სხვა პირების ქონებისა თუ სხეულის დაზიანების პასუხისმგებლობასთან.


ჩარტის საქართველო ენერგეტიკის სფეროში მოღვაწე კომპანიებს სთავაზობს მოქნილ და ინდივიდუალურ სადაზღვევო პროგრამებს. ჩვენი ენერგეტიკული რისკების დაზღვევა ითვალისწინებს ნავთობ-გაზის ჭაბურღილებიდან ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებამდე, მშენებლობის დაწყებიდან ობიექტის წარმოებაში გაშვების და საქონლის მომხმარებლამდე მიტანამდე არსებული რისკების სრულ სპექტრს.

დაზღვევა ფარავს ტვირთის ერთი ადგილიდან მეორეში გადაზიდვისას წარმოქმნილ დაზიანებას ან ზარალს. გადაზიდვა შეიძლება იყოს სახმელეთო, საჰაერო ან საზღვაო.