პასუხისმგებლობის დაზღვევა

ჩარტის საქართველო ფარავს პოლისის მფლობელის კანონიერ ვალდებულებას   აანაზღაუროს სხვისთვის მიყენებული სხეულის ან ქონების ზიანი.

ჩარტის საქართველო გთავაზობთ პასუხისმგებლობის დაზღვევის შემდეგ სახეობებს:

  • კომერციული საერთო პასუხისმგებლობა
  • გარემოს დაბინძურებაზე პასუხისმგებლობის დაზღვევა
  • კრიზისების მართვა

ითვალისწინებს ფინანსურ დაცვას პოლისის მფლობელის წინააღმდეგ მესამე პირთა მიერ წარდგენილი სარჩელებისათვის, რომლებიც დაკავშირებულია დამზღვევის ან მისი თანამშრომლების მოქმედების შედეგად მათთვის მიყენებულ ზიანთან.

საზოგადოების ზრდადი უკმაყოფილება დაბინძურების გამო, ცვლადი და ახალი საკანონმდებლო აქტები, მუდმივად ზრდადი სია პოტენციურად სახიფათო ნივთიერებებისა და მოულოდნელი კატასტროფები კომპანიებს პირისპირ ტოვებენ არა მხოლოდ დაბინძურებული გარემოს გაწმენდის პასუხისმგებლობასთან, არამედ სხვა პირების ქონებისა თუ სხეულის დაზიანების პასუხისმგებლობასთან.


სურსათი და სასმელი, კოსმეტიკური, ფარმაცევტული და თამბაქოს ნაწარმი მგრძნობიარეა როგორც შემთხვევით, ასევე პოლიტიკური ან ფინანსური მიზნებით წინასწარგანზრახულ დაბინძურებაზე.