დაზღვევა ფარავს ტვირთის ერთი ადგილიდან მეორეში გადაზიდვისას წარმოქმნილ დაზიანებას ან ზარალს. გადაზიდვა შეიძლება იყოს სახმელეთო, საჰაერო ან საზღვაო.
დაფარვა შეიძლება იყოს როგორც “ყველა რისკის”, ასევე დასახელებული რისკების საფუძველზე.
ჩვენ გაგვაჩნია ტვირთების დაზღვევის დიდი გამოცდილება და ვმუშაობთ საერთაშორისო სადაზღვევო პრაქტიკაში დამკვიდრებული ლონდონის ანდერაიტერთა ინსტიტუტის სადაზღვევო პირობებთან თავსებადი საერთაშორისო პირობებით.
ჩარტისის საზღვაო მომსახურება
მომსახურება არის ჩარტისის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი მისი კონკურენტებისაგან. ჩვენ კლიენტებს ამ მომსახურებას ვუწევთ სტრატეგიულ ადგილებში განთავსებული ზარალის კონტროლის პროფესიონალთა გუნდის მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიანი დამატებითი ღირებულების მოწოდებას. ყველა სახის მომსახურების კოორდინირება ხდება რეგიონული ზარალის კონტროლის ცენტრის საშუალებით, რომლის შემდგომი მიწოდება ხდება გლობალური გუნდის მიერ. ასეთი მიდგომა ხელს უწყობს კვალიფიციური სერვეიორების მიერ მაღალი დონის მომსახურების გაწევას ჩვენი ხელმძღვანელობითა და ზედამხედველობით. ჩვენს მიერ დაზღვეული ბიზნესის მოცულობისა და გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ჩვენ გაგვაჩნია კვალიფიციური, დამოუკიდებელი საზღვაო სერვეიორების მსოფლიო ქსელი, რომელთაც გააჩნიათ საზღვაო ინდუსტრიის მრავალმხრივი გამოცდილება.